About Us

Israeli House, Mission and Goals

Israeli House NET (NGO) was opened in Tbilisi on November 2, 2013. The opening of the Israeli House NET was attended by the members of the Israeli and Georgian Government, ILC (International Leadership Committee) and the Israel-Georgia Chamber of Business.


The Israeli House was opened with the Israeli Knesset members’ support and founded by Mr. Istik Moshe, founder and president of the Israel-Georgia Chamber of Business as well (the first representative of the World Jewish Agency in the 1990-s when the “Great Aliyah” started from the Post-Soviet countries). 


The idea of ​​founding the Israeli House is a new initiative in the public activities of Itsik Moshe, which aims to use the public diplomacy (Hasbara) to take care of the image of Israel and achieve solidarity; To provide the public with information about Israel, that explains the policy of the State of Israel; The goal of the Israeli House is to establish 100 Hasbara Representative Centers in the world after the completion of pilot activities in Georgia.


At the Israeli House lectures on topics related to Israel and its international role are conducted regularly to achieve goals: Seminars in various fields - culture, economics, business, medicine, high technology, political life, etc - to learn about Israel's achievements. Cultural and educational events are held - meetings, exhibitions, presentations. Another and the main goal of the Israeli House is to strengthen Israel’s connections with friendly countries and to develop relations between Georgia and Israel.

Israeli House is a member of the European Alliance for Israel (EAI) and The European Association for the Preservation and Promotion of Jewish Culture and Heritage (AEPJ)/Cultural Route certified by the Council of Europe. The organization in Georgia officially supervises the European Route of Jewish Heritage in Georgia.


Israeli House has become a gathering place for politicians, businessmen, public figures, scientists, tourists or other members of the community visiting Georgia from Israel and the world Jewry (Europe, USA).


Under the charter, an active board of 15 people is headed by Itsik Moshe. 50% of the founders of the Israeli House are from Israel and 50% from Georgia. The organization’s Consultative Board includes up to 50 international representatives: diplomats, leading businessmen, heads of the international organizations, academic staff and public figures.

 

Info about Itsik Moshe, Chairman of Israeli House from Wikipedia

ისრაელის სახლი

ისრაელის სახლი 2013 წლის 2 ნოემბერს თბილისში დაარსდა. მის გახსნის ცერემონიას ისრაელისა და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.
ისრაელის სახლი ისრაელის ქნესეთის წევრთა მხარდაჭერით შექმნილი პროგრამაა და მისი ინიციატორი და დამფუძნებელია იციკ მოშე, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ასევე დამფუძნებელი და პრეზიდენტი (გასული საუკუნის 90-იან წლებში მსოფლიო ებრაული სააგენტოს - სოხნუთის პირველი წარმომადგენელი საბჭოთა კავშირში, როდესაც დაიწყო „დიდი ალია“).

ისრაელის სახლის შექმნის იდეა იციკ მოშეს საზოგადოებრივ საქმიანობაში ახალი ინიციატივაა, რომლის მიზანია საჯარო დიპლომატიის (Hasbara) გამოყენებით ისრაელის იმიჯზე ზრუნვა და სოლიდარობის მიღწევა; საზოგადოებისთვის ისრაელის შესახებ ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც განმარტავს ისრაელის სახელმწიფოს პოლიტიკას; ისრაელის სახლის მიზანია, საქართველოში საპილოტო აქტივობების დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ჰასბარას 100 წარმომადგენლობითი ცენტრის დაარსება.

მიზნების განხორციელებისთვის ისრაელის სახლში რეგულარულად ტარდება სალექციო კურსი ისრაელის და მისი საერთაშორისო როლის შესახებ; ისრაელის მიღწევების გასაცნობად სემინარები სხვადასხვა სფეროში - კულტურა, ეკონომიკა, ბიზნესი, მედიცინა, მაღალი ტექნოლოგიები, პოლიტიკური ცხოვრება და ა.შ. იმართება კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები - შეხვედრები, გამოფენები, პრეზენტაციები.
ისრაელის სახლის საქმიანობის კიდევ ერთი, მთავარი მიმართულებაა მეგობარ ქვეყნებთან ისრაელის კავშირების გაძლიერება და საქართველო-ისრაელის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის ხელშეწყობა.

ისრაელის სახლი არის ევროპული ალიანსი ისრაელისთვის (EAI) და ევროსაბჭოს ეგიდით მოქმედი ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) წევრი. ორგანიზაცია საქართველოში ოფიციალურად კურირებს ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებულ ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს.

ისრაელის სახლი ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან (ევროპა, აშშ) საქართველოში სტუმრად მყოფი პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, საზოგადო მოღვაწეების, მეცნიერების, ტურისტებისა თუ საზოგადოების სხვა წარმომადგენლების თავშეყრის ადგილად იქცა.
 
წესდების საფუძველზე, 15 ადამიანისგან შემდგარი აქტიური ბორდი იციკ მოშეს მეთაურობით მუშაობს. ისრაელის სახლის დამაარსებელთა 50% ისრაელიდან, ხოლო 50% საქართველოდანაა. ორგანიზაციის საკონსულტაციო საპატიო ბორდი ითვლის 50-მდე წარმომადგენელს: დიპლომატებს, წამყვან ბიზნესმენებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს, აკადემიურ პერსონალსა და საზოგადო მოღვაწეებს.

Info about Itsik Moshe, Chairman of Israeli House from Wikipedia

© 2016 by Israeli House. Proudly created with PCG

  • White Facebook Icon
  • White YouTube Icon