• www.medianews.ge

Architects and engineers from Israel hosted by Israeli House „ისრაელის სახლმა“ ისრაელელ არქიტექტორებ


„ისრაელის სახლსა“ და საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატას დღეს ისრაელელი არქიტექტორები და ინჟინრები სტუმრობდნენ. ისრაელელ სპეციალისტთა 30-კაციანი ჯგუფი საქართველოში მეორე დღეა იმყოფება და ქვეყანას ეცნობა. „ისრაელის სახლისა“ და საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელმა მათ საქართველოში ებრაული ინვესტიციით მიმდინარე მშენებლობის შესახებ ინფორმაცია გააცნო, ესაუბრა „ისრაელის სახლის“ საქმიანობასა და ბიზნეს პალატის ეგიდით მიმდინარე პროექტებზე. სტუმრებმა ნახეს „ისრაელის სახლის“ შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმი.

როგორც იციკ მოშემ ისრაელელ სპეციალისტებს განუცხადა, საქართველოში ბიზნესისთვის ოპტიმალური გარემოა, აქ მუშაობს არაერთი ისრაელური კომპანია, ისრაელელი დეველოპერების ინიციატივითა და არქიტექტორების პროექტით აშენდა რამდენიმე შენობა, რომლებიც დღეს თბილისის ღირსშესანიშნაობაა. იციკ მოშემ მაგალითად დაასახელა დედაქალაქის ცენტრში, გუდიაშვილის ქუჩაზე ახლახან აშენებული ყოფილი „რიქსოს თბილისის“ შენობა, რომლის არქიტექტორიც ისრაელელია და ძველ თბილისში, აბანოთუბანში მშენებარე „არტ ოტელის“ სასტუმროს შენობა.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, ვინაიდან ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან საქართველოში 500 მლნ დოლარის ინვესტიციაა შემოსული და მასში მნიშვნელოვანი წილი უკავია სამშენებლო სექტორს, დღეს არის იმის საჭიროება, რომ სამშენებლო პროექტების განხორციელებაში აქტიურად ითანამშრომლონ ისრაელელმა და ქართველმა სპეციალისტებმა. საქართველოში ისრაელელი არქიტექტორებისა და ინჟინრების მოწვევის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო.

შეხვედრას ესწრებდა არქიტექტორი ლევან ლომინაშვილი, რომელმაც იციკ მოშესთან ერთად უპასუხა სტუმრების კითხვებს. ისრაელელი სპეციალისტები ძირითადად საქართველოს სამშენებლო სექტორში მოქმედი სტანდარტებით, რეგულაციებითა და შენობების შშმ პირებისთვის ადაპტაციის საკითხებით დაინტერესდნენ.

ისრაელელ არქიტექტორთა და ინჟინერთა ჯგუფი წარმოადგენდა ისრაელის უმსხვილეს პროფესიულ გაერთიანებას, რომელშიც 2600 სპეციალისტია გაწევრიანებული. „ისრაელის სახლში“ სტუმრად მყოფმა ჯგუფმა სურვილი გამოთქვა, აქტიურად ითანამშრომლოს ქართველ კოლეგებთან და მონაწილეობა მიიღონ სამშენებლო სექტორში გამოცხადებულ ტენდერებში.

დღესვე ისრაელელი არქიტექტორები და ინჟინრები სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დაესწრნენ ყოფილი სასტუმრო „რიქსოსის“ მფლობელი კომპანია City M-სა და სასტუმროების უმსხვილესი ქსელის - „ვინდამის“ წარმომადგენელს შორის დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიას.


21 views

© 2016 by Israeli House. Proudly created with PCG

  • White Facebook Icon
  • White YouTube Icon