• Cultural Routes of Georgia

The Council of Europe expert on the working visit to Georgia, Edith Siva, met with representatives


საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს ექსპერტი, დოქტორი ედიტ სივაში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული მარშრუტების წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს კულტურული მარშრუტები / Cultural Routes of Georgia is at განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

✅ შეხვედრა საერთაშორისო სერტიფიცირებული მარშრუტების წარმომადგენლებთან

✅ 2019 წლის 20 მარტს საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს ექსპერტი დოქტორი ედიტ სივაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შეხვდა ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული მარშრუტების წარმომადგენლებს: ისრაელის სახლს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას, ბაღდათის მერიის ტურიზმის სამსახურს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრს, კურორტ საირმესა და ღვინის ტურიზმის ასოციაციას.

მოგეხსენებათ საქართველო უკვე თანამშრომლობს ევროპის საბჭოს 4 სერტიფიცირებულ მარშრუტთან, ესენია: ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი (THE EUROPEAN ROUTE OF JEWISH HERITAGE), ისტორიული თერმული ქალაქების მარშრუტი (EUROPEAN ROUTE OF HISTORICAL THERMAL TOWNS), პრეისტორიული კლდის ხელოვნება (PREHISTORIC ROCK ART TRAILS) და ღვინის მარშრუტი (ITER VITIS).

დოქტორი სივაში დაინტერესდა სამი ასპექტით: როგორ ხორციელდება თითოეული მარშრუტის მენეჯმენტი, მარშრუტების განვითარების გეგმითა და მარკეტინგით. სერტიფიცირებული მარშრუტების წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს მათი საქმიანობისა და მომავალი გეგმების შესახებ, რაც შემდგომში აისახება ევროპის საბჭოს ექსპერტის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

https://www.facebook.com/MESGeorgia/posts/2789825267701867


© 2016 by Israeli House. Proudly created with PCG

  • White Facebook Icon
  • White YouTube Icon