• medianews.ge

Israeli House thanks Public Service Development Agency.


სუროგაციასთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობაში გაუთვიცნობიერებლობამ და საშუამავლო კომპანიების ქმედებებმა, ბოლო წლებში არაერთი გაუგებრობა, დაბნეულობა და სირთულე შეუქმნა იმ ისრაელელ წყვილებს, რომლებმაც საქართველოში რეპროდუქციული მედიცინის ამ ტექნოლოგიას - სუროგაციას მიმართეს.

მიუხედავად სამართლებრივ პროცედურებში დაშვებული ხარვეზებისა, საქართველოს ოფიციალურმა უწყებებმა საკითხი მშობლების სასარგებლოდ გადაწყვიტა, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება საშუამავლო რგოლები, რომელთათვისაც სუროგაციით მოსარგებლე მშობლებისთვის ბარიერების შექმნა, ჩანს, შემოსავლის დამატებითი წყაროა. ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული ფაქტი შარშან ისრაელის მოქალაქე წყვილის ტყუპებს შეეხებოდა - ვერ ხერხდებოდა მათი ქვეყნიდან გაყვანა. საკითხის მოგვარება „ისრაელის სახლის“ (ხელმძღვ.: იციკ მოშე) და ქნესეთის წევრის ჩარევით მოხერხდა.

მაშინ „ისრაელის სახლმა“ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს მადლობა გადაუხადა. ამ თემას ისრაელის მედიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წყვილს სირთულეები საშუამავლო კომპანიამ შეუქმნა, ხოლო სანდო პირთა ჩარევის შემდეგ, ქართულმა მხარემ პრობლემა ოპერატიულად გადაჭრა.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ, რომელიც ეფექტიანი სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით ორივე ქვეყნის პრესასთან აქტიურად თანამშრომლობს, საქართველოს სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა თხოვნით, რომ უწყებამ „ისრაელის სახლის“ იურისტებს გააცნოს სუროგაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურები, რათა თავის მხრივ „ისრაელის სახლმა“ უანგარო კონსულტაცია გაუწიოს ისრაელელ წყვილებს, რომლებიც ბოლო წლებია, შუამავლების ერთი ნაწილის მიერ შექმნილი ბარიერების გამო, ხშირად მიმართავენ ორგანიზაციას დახმარებისთვის.

იციკ მოშეს სჯერა, თუ ისრაელელ წყვილებს მიზნის მიღწევაში, გამორჩენის მიზნით, პრობლემებს არ შეუქმნიან საშუამავლო რგოლები, საქართველო კიდევ უფრო მეტ ისრაელის მოქალაქეს გაუღებს სუროგაციისთვის კარს, ქვეყანა მიიღებს მეტ სარგებელს, ხოლო ისრაელელებსაც აღარ მოუწევთ ზედმეტი, ასტრონომიული თანხების გადახდა.

„გვჯერა, რომ კანონით მუშაობა პრობლემას საბოლოოდ მოაგვარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შუამავლების ნაწილისა და მათი შესაძლო მფარველების მეტი აქტიურობა კიდევ უფრო კარგად გვიჩვენებს, ვინ ითბობს ამ საქმით ხელს“, - აცხადებს იციკ მოშე.


© 2016 by Israeli House. Proudly created with PCG

  • White Facebook Icon
  • White YouTube Icon