News

The Israeli showroom was opened by Israeli House, the University of Israel and Sarah Foundation

ისრაელის კვირეულის ფარგლებში, „ისრაელის სახლის“ თაოსნობითა და სარას ბენ შემეშის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს უნივერსიტეტში ისრაელის კაბინეტი გაიხსნა. კაბინეტი ისრაელელი პედაგოგის სარა ბენ შემეშის სახელობისაა. მის გახსნას დაესწრნენ „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე, სარა ბენ შემეშის ფონდის დამაარსებელი რეუვენ ბენ შემეში, ისრაელის ქნესეთის ყოფილი ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი, ისრაელის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენელი აქრამ ხასონი, უნივერსიტეტის პრეზიდენტი გიული ალასანია, უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ.ცირა ჩიკვაიძე, სარა ბენ შემეშის ოჯახის წევრები, ნათესავები, უნივერსიტეტის სტუდენტები. ისრაელის კაბინეტი აღჭურვილია მონიტორებით, სადაც ებრაელი ხალხის ისტორ

New hotel brand opened in Tbilisi

თბილისში, გუდიაშვილის ქუჩაზე, დღეს ახალი სასტუმრო „ვინდამ გრანდ თბილისი“ (Wyndham Grand Tbilisi) გაიხსნა. სასტუმრო კომპანიის „სიტი ემ“ (City M) 48 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად აშენდა. სასტუმროს გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, თბილისის მერი კახი კალაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, ასევე ხელისუფლების, ბიზნესისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინვესტორები ისრაელიდან ტურიზმის სფეროში სხვა პროექტების განხორციელებასაც გეგმავენ. „დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელისთვის, ისევე როგორც დედაქალაქის სტუმრებისთვის, მართლაც გამორჩეული ად

Irakli Kobakhidze: "The Georgian people always stood by the Jewish people - the Jewish communit

„ჰოლოკოსტი არ იყო მხოლოდ ებრაელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ეს იყო ცივილიზებული სამყაროს დიდი ტკივილი, დიდი ჭრილობა, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ მოუშუშებელია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუსთაველის თეატრში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. https://www.youtube.com/watch?v=jc2IhRGBes4 ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველო იმ ქვეყანათა შორისაა, რომელიც პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას და თანადგომას გამოხატავს ებრაელი ერის მიმართ. „დღეს, 1 მაისს ებრაული სამყარო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს. ამ დარბაზში იმყოფებიან ის ადამიანები, რომელთა წინაპრებმა საკუთარ თავზე იწვნიეს ჰოლ

Itsik Moshe is the real ambassador of Israel in the country

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებით, თბილისში, „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიმართა. მას ისრაელიდან 100-მდე ბიზნესმენი და ინვესტორი, აგრეთვე, მოქმედი ქნესეთის ვიცე-სპიკერი და ისრაელის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენელი დაესწრნენ. ბიზნესფორუმში მონაწილეობა მიიღეს, აგრეთვე, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ რუსუდან მამაცაშვილმა, „აწარმოე საქართველოს“ დირექტორის მოადგილემ თორნიკე ზირაქიშვილმა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ, ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, სა

Events
Recent Posts
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

© 2016 by Israeli House. Proudly created with PCG

  • White Facebook Icon
  • White YouTube Icon