Delegation of Young Israeli Diplomats visited "Israeli House"


ისრაელის წარმოდგენა და მომავალი ურთიერთობები

თბილისს ისრაელიდან ახალგაზრდების ჯგუფი „ისრაელის ახალგაზრდა ელჩები“ ეწვია. 19 ივნისს ჯგუფს „ისრაელის სახლმა“ (თავისუფლების მოედანი N4, მეორე სართული) უმასპინძლა, სადაც გაიმართა შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან.

„ისრაელის ახალგაზრდა ელჩები“ ქვეყნებს სახელმწიფოს ეგიდით სტუმრობს და ჰასბარას (ისრაელის წარმოდგენა) ფარგლებში, აცნობს ნამდვილ ისრაელს, იმართება შეხვედრები ახალ თაობასთან, როგორც მომავალ ლიდერებთან.

ისრაელის ახალგაზრდა ელჩებმა წელს საქართველო აირჩიეს. 40-მდე ახალგაზრდა გაეცნო ქნესეთის მხარდაჭერით საქართველოში მოქმედი ისრაელის სახლის, როგორც ჰასბარას საპილოტო პროექტის მიმდინარეობას, ქართველ ახალგაზრდებს გაუზიარეს მოსაზრებები ისრაელ-საქართველოს მომავალ ურთიერთობებზე.

(source: http://ghn.ge/com/news/view/179178)


© 2016 by Israeli House. Proudly created with PCG

  • White Facebook Icon
  • White YouTube Icon