מפגש משלחת מהכנסת עם הבריטים במסגרת ההסברה הישראלית והחשיבה על עתיד מזרח התיכון, בארגון בית ישראל בת


ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი, ქნესეთში მოქმედი საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ისრაელის საგარეო პოლიტიკაში საქართველოს ძლიერი ლობისტი ხილიკ ბარი თბილისს საუკეთესო ადგილად მიიჩნევს მშვიდობისა და თანამედროვე მსოფლიოსთვის აქტუალურ საკითხებზე ფორუმებისთვის. მისი თქმით, საქართველო, კერძოდ მისი დედაქალაქი შესაძლებელია მომავალში სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების ცენტრად იქცეს, ვინაიდან განვითარების თვალსაზრისით აქ ყველანაირი პირობა არსებობს.

ქნესეთის ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ გლობალურ, მათ შორის სამშვიდობო საკითხებზე ისეთი დონის შეხვედრები, რომელიც ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში იმართება, მომავალში თუ თბილისში გადაინაცვლებს, ეს ხაზს გაუსვამს საქართველოს მნიშვნელოვან როლს საერთშორისო პოლიტიკაში.

ხილიკ ბარი ისრაელის თემატიკაზე მსგავსი ღონისძიებების საქართველოში ჩატარებას საქართველოში ისრაელის საელჩოსთან და ისრაელში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით აპირებს, ხოლო საერთაშორისო საკითხებზე ფორუმები ორგანიზაცია „ისრაელის სახლის“ მონაწილეობით ჩატარდება, ვინაიდან, მისი თქმით, ამ უკანასკნელს აქვს მდიდარი გამოცდილება.

აშშ-დან ახლახან დაბრუნებული ხილიკ ბარი აცხადებს, რომ ელაპარაკა საერთაშორისო ებრაულ ორგანიზაციებს და მათ ევროპის ნაცვლად, შეხვედრების თბილისში ჩატარება შესთავაზა.

ამჟამად თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი ისრაელის დელეგაცია ქნესეთის წევრებისა და ექსპერტების შემადგენლობით, სამშვიდობო საკითხებზე ბრიტანელ ანალიტიკოსებთან არაფორმალურ გარემოში შეხვედრებს მართავს.

ისრაელის წარმომადგენლობით დელეგაციას ხილიკ ბარი ხელმძღვანელობს.

„ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იციკ მოშე აღნიშნავს, რომ „ისრაელის სახლმა“ ქნესეთის წევრებთან ერთად მიაღწია იმას, რომ წლის ბოლოს ის ღონისძიებები, რომელიც ევროპის ორგანიზაციებთან ერთად არის დაგეგმილი, თბილისში გადმოინაცვლებს.

(source: http://ghn.ge/com/news/view/200001)


© 2016 by Israeli House. Proudly created with PCG

  • White Facebook Icon
  • White YouTube Icon