קשרי תרבות איכותיים, יביאו להקמת גשרים חדשים בין המדינותHigh level cultural links will create new


„ისრაელის სახლის“ ინიციატივით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ისრაელის ქნესეთის დელეგაცია თბილისში შეხვედრებს მართავს.

დღეს დელეგაცია, რომელსაც ქნესეთის ვიცე-სპიკერი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ხილიკ ბარი მეთაურობს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს შეხვდა. საუბარი შეეხო ისრაელის მუზეუმებთან ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის პერსპექტივებს. აგრეთვე, „ისრაელის სახლის“ ინიციატივებს, რომელიც ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, იერუსალიმის მუზეუმში ქართული ღვინის გამოფენის ჩატარებას ითვალისწინებს.

დელეგაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ისრაელის სახლისა“ და სარას ფონდის ინიციატივით გახსნილ ებრაულ ბიბლიოთეკასაც ეწვია. „ისრაელის სახლის“ ინიციატივით დაგეგმილია, აგრეთვე, ისრაელში ქართული ბიბლიოთეკის გახსნაც.

დღესვე ქნესეთის დელეგაცია შეხვდა საქართველოს ებრაული ორგანიზაციებისა და სინაგოგების ხელმძღვანელებს, დაგეგმილია ხილიკ ბარის სიტყვით გამოსვლა მწერალთა სახლში, სადაც პოეტ ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

დღესვე, საღამოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ისრაელთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი სტუმრებს ვახშამზე უმასპინძლებს. მხარეები არაფორმალურ გარემოში მომავალი თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელებენ.

ქნესეთის დელეგაცია თბილისის დიდ სინაგოგასა და დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმს 29 მარტს ეწვევა

„ისრაელის სახლის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის იციკ მოშეს განცხადებით, ისრაელის დელეგაციამ ამ ვიზიტისას ყურადღება გაამახვილა კულტურულ ურთიერთობების საკითხზეც. „ისრაელში მაღალი ქართული კულტურის წარმოჩენა და ქართული საზოგადოებისთვის, ასევე, ისრაელური მაღალი დონის კულტურის გაცნობა შექმნის ახალ ხიდს ორმხრივ კავშირებში. ჩვენი ინიციატივები სწორედ ამას ემსახურება“, - აცხადებს იციკ მოშე.

(source: https://pia.ge/post/194449-saqartvelo-israels-soris-marali-kulturis-urtiertgacnoba-urtiertobebis-axal-xidebs-seqmnis)


© 2016 by Israeli House. Proudly created with PCG

  • White Facebook Icon
  • White YouTube Icon