Israel House is backing tourism - the group "Jewish Journey from Europe" is in Georgia.


საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და „ისრაელის სახლის“ მიერ საქართველოში ტურიზმის მხარდაჭერის ფარგლებში, ქვეყანას დიდი ბრიტანეთიდან ეწვია ჯგუფი, სახელწოდებით „ებრაული მოგზაურობა“. ჯგუფის ვიზიტი ხორციელდება ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის ფარგლებში, რომელსაც როგორც ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) პარტნიორი ორგანიზაცია, „ისრაელის სახლი“ კურირებს.

35-კაციან ჯგუფს „ისრაელის სახლმა“ უმასპინძლა. მათ სიტყვით „ისრაელის სახლის ხელმზღვანელმა იციკ მოშემ მიმართა.

ჯგუფის დამფუძნებელია ჯერემი ლი - ებრაელთა ისტორიის ლექტორი და იერუსალიმში ებრაული საერთაშორისო კოლეჯის წარმომადგენელი. ის ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული მემკვიდრეობის განვითარების სამეცნიერო კომიტეტის წევრია (AEPJ) და ავტორი „ებრაული მოგზაურობისა“ )Haus publ., London, 2006).

ეს ჯგუფის პირველი ვიზიტია საქართველოში, რომელიც ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში „ისრაელის სახლმა“ შეათანხმა. მისი მიზანია ისაუბრონ ებრაელთა ისტორიის შესახებ იმ უაღრესად პოზიტიურ ქვეყანაში, სადაც ებრაელები კარგ გარემოში ცხოვრობდნენ და რომლის შესახებაც ცოტა ადამიანმა იცის. ჯგუფი დაინტერესებულია ისტორიის სიღრმეების ძებნითა და ებრაული იდენტობით.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის, იციკ მოშეს შეფასებით, ჯგუფის „ებრაული მოგზაურობა ევროპიდან“ საქართველოში ჩამოყვანა მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ფაქტია. კერძოდ, ესაა საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის მსოფლიო ებრაელობაში საქართველოს ტურისტული პოპულარიზაცია და მაღალბიუჯეტიანი ტურისტების მოზიდვა. ამ საქმეში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია „ისრაელის სახლის“ ეგიდით მიმდინარე ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი და ის მხარდაჭერა, რომელიც „ისრაელის სახლს“ აქვს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან.

„უაღრესად დამაიმედებელია ბოლო სტატისტიკა - იანვრიდან აგვისტომდე ისრაელიდან ტურისტთა ვიზიტი 23%-ით გაიზარდა. ეს თავის მხრივ სტიმულს აძლევს ტურისტებს მსოფლიო ებრაელობიდან. ბრიტანეთიდან ჯგუფის „ებრაული მოგზაურობა“ ვიზიტი ამის ერთგვარი გამოძახილია“, - აცხადებს იციკ მოშე.

როგორც “მედიანიუსს” ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯერემი ლიმ განუცხადა, მისთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო საქართველოში ებრაული მემკვიდრეობა და „ისრაელის სახლი“. ის ახლა ღრმად ეცნობა ორივეს და მომავალში საქართველოში არაერთ ტურსაც დაგეგმავს.

ჯგუფის „ებრაული მოგზაურობა ევროპიდან“ ხელმძღვანელმა იციკ მოშეს საქმიანობასთან დაკავშირებით განაცხადა: „კარგად დავინახე, რას ნიშნავს ისრაელის წარმოდგენაზე ისრაელელის მუშაობა. ამას ყველაზე უკეთესად ისრაელელი შეძლებდა“.

„ისრაელის სახლში“ გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მალე დაიწყება საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა (ხელმძღვ. იციკ მოშე) და დიდი ბრიტანეთ-ისრაელის სავაჭრო პალატის თანამშრომლობა. ამასთან, დიდ ბრიტანეთში ებრაული საზოგადოებას სურს „ისრაელის სახლის“ წარმომადგენლობის გახსნა, რაზეც უახლოეს მომავალში მოლაპარაკებები გაიმართება.

წყარო: https://bit.ly/2y004L9


© 2016 by Israeli House. Proudly created with PCG

  • White Facebook Icon
  • White YouTube Icon