Representative of Holocaust family delivered a lecture to Georgian students. ჰოლოკოსტგამოვლილი ოჯახი


საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია ჰოლოკოსტის თემაზე, რომელიც ისრაელის მოქალაქემ, ჰოლოკოსტგამოვლილი ოჯახის წარმომადგენელმა ავიტალ ზალმანოვიჩმა წაიკითხა. ის კომუნიკაციების სპეციალისტია და ფლობს საკომუნიკაციო სტრატეგიისა და კონსალტინგის კომპანიას.

ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესურა და „ისრაელის სახლის“ წარმომადგენლები.

ავიტალ ზალმანოვიჩი ოსვენციმის ბანაკში გადარჩენილი შლომო ზალმანოვიჩის ქალიშვილია. როგორც ლექციაზე მან აღნიშნა, სახელი მამამისმა დაარქვა და მისი თითოეული ასონიშანი ჰოლოკოსტში დაღუპული მისი ნათესავების სახელის პირველ ასონიშანს აღნიშნავს. სახელის შერჩევის მეორე მიზეზი ებრაული ძირებია; ავიტალი იყო მეფე დავითის ერთ-ერთი მეუღლის სახელი. „მამაჩემს უნდოდა მეამაყა, რომ ვიყავი ებრაელი ხალხის შვილი. ნაცისტებს უნდოდათ ებრაელი ხალხის განადგურება, ხოლო ჩემი დაბადება იყო დასტური იმისა, რომ ებრაელი ხალხი ცოცხალია“, - განაცხადა ზალმანოვიჩმა.

მისი სახელის მესამე მიზეზი ისრაელის სახელმწიფოა. მთა „ავიტალი“ ისრაელის სახელმწიფოს ჩრდილოეთ საზღვარს იცავს,. მამამისს უნდოდა, რომ შვილსაც დაეცვა ისრაელი და ეამაყა მისით.

ლექციაზე ავიტალმა წარმოადგინა ვიდეო, რომელზეც ასახულია მამამისი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში.

მანვე აუდიტორიას თანამედროვე ისრაელის შესახებ მოუთხრო.

ლექცია ინგლისურ ენაზე ჩატარდა, ხოლო ვიდეომასალის ებრაულიდან ქართული თარგმანი „ისრაელის სახლმა“ უზრუნველყო.

ცნობისთვის: საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტის სტუდენტები გადიან სპეციალურ კურსს „ჰოლოკოსტი და გენოციდი ვიშეგრადის ქვეყნებში“. კურსს უნივერსიტეტის პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ცირა ჩიკვაიძე ხელმძღვანელობს. სწორედ მისი ინიციატივით ჩატარდა ავიტალ ზალმანოვიჩის ლექცია.

წყარო: https://bit.ly/3czDkRa

© 2016 by Israeli House. Proudly created with PCG

  • White Facebook Icon
  • White YouTube Icon