სოხუმის უნივერსიტეტში კაბინეტი "სოხუმი-იერუშალაიმი" გაიხსნება

"ისრაელის სახლი" საქართველოში საუნივერსიტეტო განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისრაელის კაბინეტს გახსნის. კაბინეტი "სოხუმი-იერუშალაიმი" დაეთმობა ლექციებს ისრაელის წარსულისა და თანამედროვეობის შესახებ, აგრეთვე, ჰოლოკოსტის ისტორიის სწავლებას.


უნივერსიტეტში დაგეგმილია ისრაელიდან ცნობილი მოღვაწეების მოწვევა. პირველ ლექციას ა.წ. დეკემბერში ქნესეთის ყოფილი ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი წაიკითხავს თემაზე: "გაფართოებული ახლო აღმოსავლეთის ახალი რეალობა". ლექცია ჩატარდება ისრაელის კვირეულის ფარგლებში, რომლის ორგანიზატორიცაა „ისრაელის სახლი“.

ხილიკ ბარი ცოტა ხნის წინათ თბილისში ვიზიტისას შეხვდა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორს ზურაბ ხონელიძეს. რექტორმა მას ესაუბრა წიგნზე, რომელზეც მუშაობს და გაუზიარა საუნივერსიტეტო დიპლომატია, როგორც მშვიდობის ქართული პარადიგმა, საერთაშორისო ურთიერთობისა და დიპლომატიის ახალი სახეობა. სწორედ ამ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშეც ესწრებოდა, გადაწყდა ისრაელის კაბინეტის გახსნა.

სოხუმის უნივერსიტეტი, სხვა უმაღლესი სასწავლებლების მსგავსად, ჩაერთვება „ისრაელის სახლისა“ და სარა ბენ შემეშის მიერ გამოცხადებულ ყოველწლიურ სტუდენტურ კონკურსში ჰოლოკოსტის თემაზე. გამარჯვებული სტუდენტი დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება ისრაელში. დელეგაცია ეწვევა იერუსალიმის იად ვაშემის მემორიალურ მუზეუმს, ჯარს, უნივერსიტეტს, გაიმართება შეხვედრა ისრაელელ სტუდენტებთან.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის იციკ მოშეს თქმით, სტუდენტურ დელეგაციაში იქნებიან ის ადამიანები, ვინც კარგად იცნობს ებრაელი ხალხის ისტორიას და ამ ვიზიტისას ღირსეულად წარმოადგენენ საქართველოს. ეს იქნება საქართველოს ჰასბარა. დაიბადა იდეა, რომ ებრაელი ხალხის განვლილი გზა ჰოლოკოსტიდან გამარჯვებამდე, ქართველი სტუდენტებისთვის გახდეს სტიმული.

„ისრაელის სახლი“ დეკემბერში, 2020 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე - ისრაელის კვირეულში გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ისრაელის კაბინეტის გახსნას აპირებს. ისრაელის კაბინეტები უკვე მოქმედებს საქართველოს უნივერსიტეტში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. ამ და ევროპის უნივერსიტეტში „ისრაელის სახლისა“ და სარა ბენ შემეშის ფონდის მხარდაჭერით უკვე ისწავლება ჰოლოკოსტის ისტორია.

აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებლებს და ებრაულ ბიბლიოთეკას, რომელიც ასევე „ისრაელის სახლისა“ და სარას ფონდის მხარდაჭერი შეიქმნა, ხშირად სტუმრობენ ისრაელელი პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები. ისრაელის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და ამჟამად ეკონომიკის მინისტრმა ამირ ფერეცმა საჯარო ლექცია წაიკითხა გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, ხოლო ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა ხილიკ ბარს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.


Source: http://medianews.ge/ge/sokhumis-universitetshi-kabineti-sokhumi-ierushalaimi-gaikhsneba/73309

https://ghn.ge/news/251573-sokhumis-universitetshi-kabineti-sokhumi-ierushalaimi-gaikhsneba

Events
Recent Posts
Archive
Search By Tags
No tags yet.
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

© 2016 by Israeli House. Proudly created with PCG

  • White Facebook Icon
  • White YouTube Icon