הפקת חוברת על השואה וחסידי אומות העולם יחד עם שרת החינוך


ისრაელის სახლში ჰოლოკოსტისადმი მიძღვნილი გამოფენა და ბუკლეტის პრეზენტაცია გაიმართა

ისრაელის სახლში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა და ბუკლეტის _“ქართველი შინდლერები” პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ჰოლოკოსტის დოკუმენტური კადრების ფონზე, ებრაული ნაციონალური სიმღერით ~ელი ელი~ გაიხსნა.

სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი, ქართულ-ებრაულ 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარე ჯამლეტ ხუხაშვილი, ებრაული დიასპორისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები, ერთ-ერთი ქართველი შინდლერის, სერგი მეტრეველის შვილი აკაკი მეტრეველი და სხვ.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა, საქართველო ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელმა და ისრაელის სახლის დამფუძნებელმა იციკ მოშემ განაცხადა, ქართველი შინდლერების ისტორია ერთ-ერთი შესანიშნავი ისტორიული ფურცელია და ის საქართველო-ისრაელისა და საქართველო-მსოფლიო ებრაელობის ურთიერთობებში ახალ შესაძლებლობებს იძლევა.

`გვჯერა, რომ ეს არის ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ხიდი ჩვენი ერების, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში და ქართველების პოპულარიზაცია ისრაელში ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი ერების ურთიერთობები გადავზარდოთ საქართველო- ისრაელის ურთიერთობებში”, _ განაცხადა იციკ მოშემ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას იციკ მოშემ ჰოლოკოსტის წლებში ებრაელთა დახმარება- გადარჩენაში მონაწილე ქართველების შესახებ დოკუმენტური ფილმის მომზადების, იერუსალიმის მემორიალურ მუზეუმში მათი სახელების უკვდავყოფის მიზნით, ებრაულ და ქართულ პროფესიონალურ წრეებში მათი ღვაწლის განხილვის დაწყების ინიციატივა გააცნო.

საქართველო ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა, აგრეთვე, ერთ-ერთი ქართველი შინდლერის, სერგი მეტრეველის შვილი აკაკი მეტრეველი და მას მამის ღვაწლისთვის მსოფლიო ებრალების სახელით მადლობა გადაუხადა და იერუსალიმში მასპინძლობას დაჰპირდა.

ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემაც მიმართა. მისი თქმით, იგი ამაყია, რომ ქართველთა რიგებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ჰოლოკოსტის წლებში ებრაელთა სიცოცხლის გადარჩენაში. “დარწმუნებული ვარ, რომ ისრაელ-საქართველოს მეგობრობა განმტკიცდება და ნამდვილად დავადასტურებთ, რომ ჩვენ ვართ ღირსეული პარტნიორები და ღირსეული მეგობრები. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ჰოლოკოსტის წლებში ებრაელთა გადარჩენაში მონაწილე ქართველების შესახებ დოკუმენტური ფილმის მომზადებაში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კუთხით ძალიან ბევრი სიურპრიზი გველოდება”, _ დასძინა განათლების მინისტრმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, აგრეთვე, ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, რომელმაც ნაცისტური რეჟიმის მიერ 6 მილიონი უდანაშაულო ებრაელის განადგურებისა და ქართველი შინდლერების დამსახურებაზე ისაუბრა. ჰოლოკოსტის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებისთვის კი ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

ქართულ-ებრაულ 26- საუკუნოვანი მეგობრობის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარე ჯამლეტ ხუხაშვილი მიესალმა საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატისა და ისრაელის სახლის ინიციატივას ქართველი შინდლერების ღვაწლის პროფესიონალურ დონეზე შესწავლის შესახებ და დასძინა, რომ დარწმუნებულია, ამოტივტივდება კიდევ არაერთი ქართველის სახელი, ვინც დიდი კატასტროფის წლებში გვერდში დაუდგა ებრაელ ხალხს.

გამოფენაზე ჰოლოკოსტის წლებში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობამ ჰოლოკოსტის მსხვერპლი 6 მილიონი ებრაელის, მათ შორის 1 მილიონი ბავშვის ხსოვნის დღე აღნიშნა.

ია მგალობლიშვილი


წყარო: http://medianews.ge/ge/israelis-sakhlshi-holokostisadmi-midzghvnili-gamofena-da-bukletis-prezentatsia-gaimarta/22648

Events
Recent Posts
Archive
Search By Tags
No tags yet.
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

© 2016 by Israeli House. Proudly created with PCG

  • White Facebook Icon
  • White YouTube Icon