קובעי דעת הקהל הישראלים בגאורגיה


საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ახალი ინიციატივა _ ისრაელის ბიზნესელიტა საქართველოს ეცნობა

დღეს თბილისში, სატუმროში “Holiday Inn”-ში გაიმართა კონფერენეცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ისრაელიდან ჩამოსული ტელეკომუნიკაციის, კავშირგაბმულობის, ტექნოლოგიური, ფინანსური და საბანკო სექტორის წამყვანი 120 კომპანიის წარმომადგენლები. კონფერენციის მონაწილეები იმითაც იყვნენ გამორჩეული, რომ ისინი რეალურად, ისრაელში ქმნიან საზოგადიოებრივ აზრს და წარმოადგენენ ბიზნესელიტას.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ტურისტული კომპანია Doron Travel და საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა.

კონფერენცია საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ გახსნა.

მან ისრაელელ ბიზნერსმენებსა და ექსპერტებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: `თქვენ იმყოფებით საქართველოში, ისრაელისადმი ერთერთ ყველაზე მეგობრულად განწყობილ ქვეყანაში. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით საქართველო და ისრაელი, გაფართოებულ ახლო აღმოსავლეთში, ერთი მედლის ორ მხარეს წარმოადგენენ. საქართველო რჩება მიმზიდველ ქვეყნად ისრაელელი ინვესტორებისათვის, ძირითად უძრავი ქონების სფეროში და მათ მიერ განხიორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობა ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს. ამ შეხვედრიდან პირდაპირ აეროპორტში მივდივარ, რადგან დღეს ბარსელონაში ვხვდები ებრაელი ინვესტორებს ჯგუფს, რომელთაც საქართველოში შემოსვლა აქვთ გადაწყვეტილი~, _ განაცხადა იციკ მოშემ და დასძინა: `ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ თქვენ წინაშე დგომა, რადგან სწორედ თქვენ წარმოადგენთ ისრაელის ბიზნეს ელიტას და ქმნით საზოგადოებრივ აზრს ისრაელის ქვეყანაში, ამიტომაც მსურს გადმოგცეთ სამი ძირითადი გზავნილი მეგობარი ქვეყნიდან: რამდენიმე კვირის წინათ, ისრაელელი ბიზნესმენის - მეირ შავიტის ბიზნესს შეექმნა პრობლემები საქართველოში. ამ საკითხზე მივმართეთ პრემიერ-მინისტრს და ის, რაც მოხდა, ნამდვილად გასაოცარია, სულ რაღაც ოთხ საათში მივიღეთ პასუხი ჩვენს წერილზე, მას შემდეგ შედგა ორი შეხვედრა ბიზნეს ომბუდსმენთან, საქმის შესწავლა დაჩქარდა. ეს არის მაგალითი მთავრობასა და ბიზნესს შორის წარმატებული კომუნიკაციისა; მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა და თან ასეთი ახლობელი ქვეყანაა ისრაელისთვის, მაინც არსებობს აუცილებლობა, რომ თქვენ, როგორც პოტენციიური ინვესტორები, არამხოლოდ გაეცნოთ საქართველოს პოტენციალს, არამედ იცოდეთ, ისწავლოთ და გაანალიზოთ მისი ბიზნეს კულტურაც; საქართველო არის სანდო პარტნიორი. ქართული მხრიდან დიდია მხარდაჭერა და დაინტერესება, კავშირები კი უკვე საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, რაც თქვენ გაძლევთ საშუალებას, ყოველგვარი შუამავლების გარეშე დაამყაროთ კავშირები და წამოიწყოთ ბიზნესი საქართველოში. ეკონომიკის მინისტრი მზადაა უპასუხოს თითოეული თქვენგანის ზარს და მიგიღოთ შეხვედრაზე. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა კი უანგარო დახმარებას და კონსულტაციას გთავაზობთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც ქართულ ბაზარზე შემოსვლა გსურთ~.

ისრაელელი ბიზნესმენის ნათი აბრაამის თქმით, ისინი ჩამოვიდნენ იმისათვის, რომ გაეცნონ საქართველოს პოტენციალს. კონფერენციას ესწრებიან ისრაელის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები და ამ ვიზიტის შემდეგ ერთად განიხილავენ, რა სფეროში შეიძლება საქართველოში ფულის დაბანდება.

კონფერენციის მიმდინარეობისას გაიმართა შეხვედრაზე წარმოდგენილი კომპანიების პრეზენტაციები.


წყარო: http://medianews.ge/ge/saqartvelo-israelis-biznes-palatis-akhali-initsiativa-israelis-bizneselita-saqartvelos-etsnoba/22641



Events