עידוד ההשקעות בישראל


Georgian investors help build 5-star Hotel in Jerusalem

The president of Israel-Georgia Chamber of Business is delivering speech at Georgia-Israel business forum held in Israel on August 17. Georgian investors are making their first investments in Israel by contributing funds to build a new five-star hotel in the centre of the ancient city of Jerusalem. President of the Israel-Georgia Chamber of Business Itsik Moshe said the Georgian and Israeli business communities will work together on the project, which has an investment portfolio of $100 million USD. Georgia’s efforts work hand-in hand with a similar project currently underway in Georgia’s capital Tbilisi. Moshe noted the Georgian business community will invest in the Rixos hotel in Jerusalem in response to the investment of the Israeli community in the hotel project in Tbilisi. Georgia’s financial contribution to Israel was decided at the Georgia-Israel business forum, held in Israel on August 17 where Tbilisi Mayor Davit Narmania introduced Georgia’s investment potential to 101 businessmen. “At this moment we are searching for the perfect place for the hotel. We want to build it in the old city. After choosing the place in September we need permission from the City Hall and then we will start constructions. Georgian and Israeli business group want to build a leading hotel in Jerusalem,” Moshe told . This will be an investment implemented by the Georgian investors’ group together with the Israeli business community. This will be a Georgian investment but this amount of money will not be withdrawn from Georgia. This bilateral cooperation is very important,” he added. On another note, Moshe announced other projects that would begin to be implemented next month in Georgia using Israeli funds. These projects include the construction of a Gergeti hotel (investment sum is $25 million USD), an Art Hotel (investment sum $12 million USD), Rustaveli boutique hotel ($5 million USD) and modern laundry ($2.5 million USD). In December Israeli funds will help build a hotel apartment ($7 million USD) and a business centre ($20 million USD). Looking ahead, the Israel- Georgia Chamber of Business will organize a visit for an Israeli delegation to Georgia for September 8-9 and while here the Israeli side will meet their local partners. Similarly, a media group will also travel from Israel to Georgia to learn about the country’s touristic potential and share it with their home audience. Currently Moshe is on an official visit to Russia’s capital Moscow to encourage Israeli investors living in Russia to invest in Georgia.

Weekly Digest

Source: http://medianews.ge/ge/israeleli-da-qartveli-biznesmenebi-ierusalimshi-khutvarskvlavian-sastumros-aasheneben/22629

ისრაელელი და ქართველი ბიზნესმენები იერუსალიმში ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ააშენებენ

„მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ისრაელური ინვესტიციები გაყინულია, მინდა წარმოგიდგინოთ უკვე მზა პროექტები, რომელთა განხორციელება ისრაელური ინვესტიციით თბილისში სულ მალე დაიწყება“, – ამის შესახებ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ ისრაელში ბიზნესფორუმის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა. ისრაელში ბიზნესფორუმის ღონისძიებას თბილისის მერი და ქართული დელეგაციაც დაესწრო. იციკ მოშეს თქმით, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თაოსნობით, იერუსალიმში პირველად განხორციელდება ინვესტიცია ქართველი ბიზნესმენების მონაწილეობით – ებრაელი და ქართველი ბიზნესმენები ისრაელის დედაქალაქის ცენტრში ააშენებენ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს. „უახლოესი მომავლისთვის დაგეგმილი პროექტების ჯამური მოცულობაა 100 მილიონი დოლარი. ესაა ახალი ინვესტიცია, ახალი სახეები, ახალი ინვესტორები“, – განაცხადა ბიზნესფორუმზე იციკ მოშემ. მისივე თქმით, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ორგანიზებით, 8-9 სექტემბერს თბილისს ისრაელის დელეგაცია ეწვევა. ისინი თბილისში ადგილობრივ პარტნიორებს შეხვდებიან, ისრაელიდან ასევე ჩამოვა მედიაჯგუფი, რომელიც თბილისის ტურისტულ პოტენციალს და მიმდინარე პროექტებს და პროგრამებს გაეცნობა. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ორგანიზებითა და ისრაელში საქართველოს საელჩოსა და ქნესეთის მხარდაჭერით, 17-18 აგვისტოს გაიმართა თბილისის მერის დავით ნარმანიას ოფიციალური ვიზიტი ისრაელში. თბილისის მერმა შემდეგი შეხვედრა იერუსალიმის მერთან, ნირ ბარკათთან გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.“ჩემი ვიზიტი ემსახურება სამ მიმართულებას: პირველი არის ინვესტიციის მოზიდვა და კონკრეტული პროექტების განხორციელება, მეორე, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა და მესამე, მაღალი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა. დედაქალაქის კარი ღიაა ინვესტორებისთვის, მე პირადად ვარ გარანტი, რომ ხელი შეეწყობა პროექტების განხორციელებას. გვერდში დავუდგები თითოეულ ინვესტორს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. ნირ ბარკათი თბილისის საინვესტიციო გარემოთი, ტურიზმითა და სამედიცინო სფეროთი დაინტერესდა.ბიზნეს ფორუმი, რომელსაც ესწრებოდა ასამდე ისრაელელი, ამერიკიდან და გერმანიიდან ჩამოსული ებრაელი ბიზნესმენი, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის ბიზნესპროექტები, რომელთა განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება. „მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ისრაელური ინვესტიციები გაყინულია, მინდა წარმოგიდგინოთ უკვე მზა პროექტები, რომელთა განხორციელება ისრაელური ინვესტიციით თბილისში სულ მალე დაიწყება. ესენია: სასტუმრო „გერგეთი“ – დაიწყება 9/2015 – მოცულობა 25 მლნ დოლარი; სასტუმრო „Art Hotel“ – 9/2015 – 12 მლნ დოლარი; სასტუმრო-ბუტიკი “რუსთაველი” – 9/2015 – 5 მლნ დოლარი; სასტუმრო აპარტამენტები – 12/2015 – 7 მლნ დოლარი სასტუმრო და ბიზნეს ცენტრი – 12/2015 – 20 მლნ დოლარი; მოდერნიზებული სამრეცხაო – 9/2015 – 2.5 მილიონი დოლარი; Hi-Tech-ის პირველი ისრაელური ექსელერატორი საქართველოში.“

კვირის დაიჯესტი

წყარო: http://medianews.ge/ge/israeleli-da-qartveli-biznesmenebi-ierusalimshi-khutvarskvlavian-sastumros-aasheneben/22629

Events
Recent Posts
Archive
Search By Tags
No tags yet.
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

© 2016 by Israeli House. Proudly created with PCG

  • White Facebook Icon
  • White YouTube Icon