Event dedicated to the European Days of Jewish Culture will take place in Tbilisi tomorrow


The event dedicated to the European Days of Jewish Culture will be take place in the big hall of the National Parliamentary Library of Georgia on September 5. The event organized by "Israeli House", in cooperation with AEPJ – European Association of Jewish Culture and Heritage Preservation will be attended by Mr. Hilik Bar, the Deputy Speaker of the Israeli Parliament (Knesset) and the Head of Israel-Georgia Parliamentary Friendship Group, Mrs. Tamar Chugoshvili, the First Deputy Chairperson of the Georgian Parliament and the Head of Georgia-Israel Parliamentary Friendship Group, Mr. Giorgi Chogovadze, Head of National Tourism Administration of Georgia, Mr. Shabtai Tsur, Ambassador of Israel to Georgia and Mr. Christian Urse, Head of Council of Europe Office in Georgia.

The event will be led by Mr. Itsik Moshe, Head of "Israeli House".

Various events are dedicated to the Days of Jewish Culture in European countries on September 5, annually. They are celebrated for the second time in Georgia this year.

Georgia became a member state of the EU cultural route this year. Upon the recommendation of the Ministry of Culture and Monument Protection of Georgia, "Israeli House" leads the European Route of the Jewish Heritage in Georgia. "Israeli House" was duly mandated at the Forum held under the auspices of the European Council in Luxembourg in March 2017.

Presentation of the European Route of the Jewish Heritage in Georgia organized by "Israeli House" is planned at the event. "Israeli House" will also introduce the initiative regarding opening the permanent corner of Hebrew books in the National Parliamentary Library of the Georgia with the financial support of Sarah Foundation operating in Israel.

The event dedicated to the European Days of Jewish Culture will cover a variety of topics. The speakers will address representation of Israel abroad (Hasbara) and direct relations with the friendly states (Mr. Hilik Bar), importance of the European Route of the Jewish Heritage (Mrs. Tamar Chugoshvili, Mr. Giorgi Chogovadze, Mr. Istik Moshe), the European Days of Jewish Culture (Mr. Christian Urse), importance of the Jewish Heritage in Georgia for Israel (Mr. Shabtai Tsur), summary of the Forum of "Israeli House" held in Jerusalem (Mr. Itsik Moshe).

The event dedicated to the European Days of Jewish Culture will take place in the big hall of the National Parliamentary Library of Georgia (7, Gudiashvili Street, Building 3) on September 5, at 6.00 pm.

ხვალ თბილისში ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

5 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. საღამოს, რომელიც „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით ჩატარდება, დაესწრებიან ისრაელის პარლამენტის (ქნესეთის) ვიცე-სპიკერი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ხილიკ ბარი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ისრაელის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოში ისრაელის ელჩი შაბთაი ცური, საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსი.

ღონისძიებას „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე გაუძღვება.

ყოველწლიურად, 5 სექტემბერს ევროპის ქვეყნებში ებრაული კულტურის დღეებს სხვადასხვა ღონისძიება ეძღვნება. ის საქართველოში წელს პირველად აღინიშნება.

წელს საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის მონაწილე ქვეყანა გახდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით კი, „ისრაელის სახლი“ საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს ხელმძღვანელობს. „ისრაელის სახლმა“ შესაბამისი მანდატი მ.წ. მარტში ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ ფორუმზე მიიღო.

ხვალინდელ ღონისძიებაზე დაგეგმილია „ისრაელის სახლი“ თაოსნობით საქართველოში მიმდინარე, ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის პრეზენტაცია. „ისრაელის სახლი“ დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს, აგრეთვე, ინიციატივას, რომელიც ისრაელში მოქმედი სარას ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ებრაული წიგნების მუდმივმოქმედი კუთხის გახსნას ითვალისწინებს.

ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება თემატურად მრავალფეროვანი იქნება. სიტყვით გამომსვლელები ისაუბრებენ საზღვარგარეთ ისრაელის წარმოდგენასა (ჰასბარა) და ქვეყნებთან პირდაპირ კავშირებზე (ხილიკ ბარ), ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის მნიშვნელობაზე (თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ჩოგოვაძე, იციკ მოშე), ებრაული კულტურის ევროპულ დღეებზე ( ქრისტიან ურსი), ისრაელისთვის საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე (შაბთაი ცური), იერუსალიმში ისრაელის სახლის ფორუმის შეჯამებაზე (იციკ მოშე).

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში (გუდიაშვილის ქ.7, კორპ. 3), ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება 5 სექტემბერს, 18 საათზე დაიწყება.

Source en: http://medianews.ge/en/event-dedicated-to-the-european-days-of-jewish-culture-will-take-place-in-tbilisi-tomorrow/33649

Source geo: http://medianews.ge/ge/khval-tbilisshi-ebrauli-kulturis-evropuli-dgheebisadmi-midzghvnili-ghonisdzieba-gaimarteba/31458


Events