The Israeli House Held Presentation about "Jewish Heritage Route" to the director of Euro


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების თემისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე, ევროსაბჭოს წარმომადგენლებისთვის „ისრაელის სახლის“ 2017 წლის აქტივობების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის დირექტორი სტეფანო დომინიონი, კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იციკ მოშე, საქართველოში ევროსაბჭოს სერტიფიცირებული კულტურული მარშრუტების კურატორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„ისრაელის სახლის“ სახელით ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტის პრეზენტაცია ორგანიზაციის ბორდის თავმჯდომარემ იამით მოსკოვიჩმა გამართა. მისი თქმით, „ისრაელის სახლმა“, რომელიც მუშაობს ჰასბარაზე (ისრაელის წარდგენა), ისრაელ-საქართველოს ორმხრივ პირდაპირ კავშირებსა და ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტზე, მიიღო მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა - ორგანიზაცია წარმოდგენილია ევროპის მნიშვნელოვან ფორუმებზე, რომელიც იმართება გაერთიანება „ევროპული ალიანსი ისრაელისთვის“ (EAI) და ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) ეგიდით. შარშან „ისრაელის სახლმა“ შეიმუშავა და აამოქმედა საქართველოს ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი, მომზადდა რამდენიმე დოკუმენტური ფილმი და საილუსტრაციო მასალა, დამუშავების პროცესშია სპეციალური ბუკლეტი, რომელიც დეტალურად აღწერს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს. ამასთან, ღრმავდება საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის პროფესიონალური კვლევა, რომელიც ფაქტობრივად, საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის ახლებური გააზრებაა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის თქმით, პროექტი, რომელსაც „ისრაელის სახლი“ ახორციელებს, საქართველოსთვის ბევრად მომგებიანია და ის ქვეყანას სხვა, ახალი კუთხით წარმოაჩენს.

ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი განხორციელების საქმეში„ისრაელის სახლის“ საქმიანობას მაღალი შეფასება მისცა კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის დირექტორმა სტეფანო დომინიონიმ. მისი თქმით, „ისრაელის სახლი“ ინსტიტუტის სერიოზული პარტნიორია.

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრამდე, „ისრაელის სახლის“ ბორდის თავმჯდომარემ იამით მოსკოვიჩმა მონაწილეობა მიიღო ბარსელონაში გამართულ, ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) ყოველწლიურ ასამბლეაში, სადაც ასევე გამართა „ისრაელის სახლის“ საქმიანობის პრეზენტაცია. ასამბლეას სხდომას ხელმძღვანელობდა AEPJ-ის თავმჯდომარე ფრანსუა მოიზი. ბარსელონას ასამბლეაზე მონაწილეებმა შეიმუშავეს 2018-2020 წლის გეგმა, გაიხსნა სამუშაო ოფისი. „ისრაელის სახლის“ აქტივობებიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ 2019 წელს AEPJ-ის მორიგი ასამბლეა თბილისში ჩატარდება.

წყარო: http://medianews.ge/ge/israelis-sakhlma-ebrauli-memkvidreobis-marshrutis-prezentatsia-barselonasa-da-kulturis-saministroshi-gamarta/40099

#AEPJ

Events
Recent Posts
Archive
Search By Tags
No tags yet.
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

© 2016 by Israeli House. Proudly created with PCG

  • White Facebook Icon
  • White YouTube Icon