AEPJ General Assembly 2019 Georgia


კულტურული მარშრუტების პროგრამის ფარგლებში, 28-29 მარტს საქართველო პირველად მასპინძლობს ევროსაბჭოსთან არსებულ ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) გენერალური ასამბლეის სხდომას. თბილისში იმყოფებიან AEPJ-სა და კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის 30-მდე წარმომადგენელი და ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოში ებრაულ მარშრუტს კოორდინაციას უწევს ორგანიზაცია „ისრაელის სახლი“, რომელიც სამინისტროსა და ისრაელის ქნესეთის მხარდაჭერით, აქტიურადაა ჩართული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) ღონისძიებებში.

წყარო: https://www.facebook.com/MESGeorgia/posts/2805644456119948


Events
Recent Posts
Archive
Search By Tags
No tags yet.
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

© 2016 by Israeli House. Proudly created with PCG

  • White Facebook Icon
  • White YouTube Icon