An event dedicated to the Holocaust Remembrance Day to be held tomorrow


ხვალ, 27 იანვარს, 17.00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება „ისრაელის სახლის“ მიერ ორგანიზებული ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.


ღონისძიებას დაესწრებიან სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები უნივერსიტეტებიდან, ებრაული თემის, კულტურის სფეროს, სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები; საღამოს მონაწილეებს პირდაპირი ჩართვით მიმართავენ ისრაელისა და მსოფლიო ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლები.


შესრულდება ჰოლოკოსტისადმი მიძღვნილი რამდენიმე მუსიკალური ნომერი; გავა „ისრაელის სახლის“ მიერ მომზადებული ვიდეო კლიპები ჰოლოკოსტისა და ქართველი შინდლერის - სერგი მეტრეველის შესახებ.


ღონისძიება, სადაც წარმოჩინდება საქართველოს უნიკალური როლი ებრაელი ხალხისადმი სოლიდარობის საქმეში, მოექცევა ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის ყურადღების ცენტრში.


ღონისძიება ჩატარდება კოვიდრეგულაციების დაცვით.


Source: https://ghn.ge/news/278252-27-ianvars-holokostis-mskhverplta-khsovnis-dghisadmi-midzghvnili-ghonisdzieba-gaimarteba?fbclid=IwAR1xXKgR07P14pvGHDRUobxPR6QCdqyq0MVtxUjamDtNNUJ1YbKta8pMrtA

Events
Recent Posts
Archive
Search By Tags
No tags yet.
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square