David Songulashvili met the president of the Israel-Georgia Chamber of Business
დავით სონღულაშვილი საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტს და „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელს იციკ მოშეს შეხვდა.
შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.
მხარეებმა, საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესახებ ისაუბრეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის და კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას, რაც საქართველოს მიმართ ისრაელის საქმიანი წრეებისა და კომპანიების ინტერესის გაზრდას და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს.
შეხვედრისას, მომავალში მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოითქვა.