"Israeli House" was given "Thank You Certificate" by Ministry of Education and Science of Georgia

„ისრაელის სახლს“ საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტრომ „მადლობის სიგელი“ გადასცა


საქართველოს


განათლების, მეცნიერების, კულტურისადასპორტისსამინისტროსორგანიზებით, სიმონჯანაშიასსახელობისსაქართველოსმუზეუმშიღონისძიება - „კულტურულიმარშრუტები - საქართველო, ევროპა“ ჩატარდა.


ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ევროსაბჭოს სერტიფიცირებული კულტურული მარშრუტების კურატორები, ეროვნული მიზეუმის ხელმძღვანელობა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. მან ისაუბრა მსოფლიოსთვის საქართველოს გაცნობის საქმეში კულტურული მარშრუტების მნიშვნელობაზე და დასძინა, რომ „საქართველომ მსოფლიოს თავი კულტურული მემკვიდრეობითაც უნდა გააცნოს“.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა სამინისტროს ინიციატივით მომზადებული მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია გამართა. აპლიკაცია, რომელშიც საქართველოს კულტურული მარშრუტებია მოცემული, შექმნილია ანდროიდ პლატფორმისთვის. მისი დახმარებით ნებისმიერ მსურველს შეეძლება თავად დაგეგმოს ვიზიტი სერტიფიცირებული კულტურული მარშრუტების ფარგლებში. მომდევნო ეტაპზე აპლიკაცია iOS პლატფორმისთვისაც მომზადდება.

ღონისძიებაზე, სერტიფიკატები და მადლობის სიგელები გადაეცათ საერთაშორისო და ახალი კულტურული მარშრუტების მმართველ ორგანიზაციებს, მათ შორის „ისრაელის სახლს“ (ხელმძღვანელი: იციკ მოშე) რომელიც 2017 წლიდან ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) წევრია და საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტს კურირებს. „ისრაელის სახლის“ წარმომადგენელს გიორგი ბერნშტეინს „მადლობის სიგელი“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა გადასცა.

ღონისძიებაზე ასევე, მოეწყო ევროსაბჭოს მიერ საქართველოსთვის პირველად მომზადებული კულტურული მარშრუტების ეროვნული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია.

2021 წელს, საქართველო ევროპის საბჭოს ყოველწლიურ მე-11 ფორუმს უმასპინძლებს. საქართველოს პრეზიდენტმა მასპინძელ ქალაქად ქუთაისი დაასახელა.

დაჯილდოებას იერუსალიმიდან გამოეხმაურა „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე. მისი თქმით, წელს, მარტში „ისრაელის სახლის“ ინიციატივით, ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ გენერალური ასამბლეა თბილისში ჩატარდა, გაისად ებრაულ თემატიკასთან დაკავშირებით კიდევ ორი საერთაშორისო ფორუმის ჩატარებაა დაგეგმილი თბილისში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველო-ისრაელისა და საქართველო-მსოფლიო ებრაელობის კავშირებს.


Source: https://ghn.ge/news/227044-israelis-sakhls-sakartvelos-ganatlebisa-da-kulturis-saministrom-madlobis-sigeli-gadastsa?fbclid=IwAR3msy2raSHBm4xYyg4CMDKjb5IzAj0GHqb7Iqkxvx5QpE_XprVLh3RCK8o

Events