Israeli press writes about "Israeli House" once again


ისრაელის პრესა კიდევ ერთხელ წერს `ისრაელის სახლზე`

ისრაელში და მის გარეთ, მსოფლიო ებრაელობაში მესამე სექტორი არის ძირითადი ძალა ისრაელისთვის. ათასობით ორგანიზაცია მუშაობს ისრაელის კანონიერი ინტერესების ლობირებაზე, ებრაული იდენტობის გაძლიერებაზე, ებრძვის ანტისემიტიზმს და მხარს უჭერს კავშირებს მეგობარ ქვეყნებთან.

ბოლო წლებია, ასპარეზზე გამოვიდა "ისრაელის სახლი" დიდი გეგმებით, რომელსაც, მისი დამაარსებლის მრავალწლიანი გამოცდილების გამო, აქვს ამბიცია, სახალხო დიპლომატიის დონეზე ისრაელი 100 ქვეყანაში წარმოადგინოს.

მსოფლიოს უფრო დიდ ქვეყნებში მოქმედ ათასობით ორგანიზაციასთან შედარებით, "ისრაელის სახლის" კონცეფცია უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა ყველა პროისრაელური მოძრაობისთვის; "ისრაელის სახლი" გახდა ორგანიზაცია, რომელსაც საქმიანი ვიზიტით ყოველწლიურად სტუმრობენ პარლამენტარები, ორგანიზაციათა ხელმძღვანელები; ყურადღების ცენტრშია ისრაელის, საქართველოს და საერთაშორისო მედიის.

მაგალითად, ივნისში "ისრაელის სახლის" მიერ გამოცემული წიგნის შესახებ ისრაელის პრესაში არაერთი გამოხმაურება დაიბეჭდა. ამ დღეებში კი ისრაელის მედიის ყურადღების ცენტრში "ისრაელის კვირეული" მოექცა. განსაკუთრებით აღსანიშნავია "მაკორ რიშონის" სტატია. მისი ძირითადი გზავნილებია:

რატომ არ წავიდა ლიქუდის დელეგაცია საქართველოში? ნეთანიაჰუს თუ კორონას გამო? ალბათ გასაგებია, რომ ისრაელის პარლამენტში კრიზისია იდეოლოგიური საკითხების გამო. ასევე ხმაურიანი იყო წარსულში ვიზიტები "ისრაელის სახლში", როდესაც ძირითადად "ავოდას" ლიდერები სტუმრობდნენ.

"ისრაელის სახლის" ხელმძღვანელი იციკ მოშე ამბობს, რომ ჩვენ ვქმნით რეალობას, რაც იზიდავს ისრაელის არა მხოლოდ პარლამენტს, არამედ პრესას და საზოგადოებრივი აზრის შემქმენელებს. ჩვენი საქმიანობა არ ეხება არცერთ პარტიას და მასში ყოველთვის დომინირებს ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ლიდერი; და თუ ადრე კონკურენტები ამბობდნენ, რომ "ისრაელის სახლს" ძირითადად "ავოდის" წევრები სტუმრობენ, ახლა ალბათ იტყვიან, რომ ჩადიან ნეთანიაჰუს პარტიის წევრები, როგორც გუშინ პრესა იუწყებოდა.

აღსანიშნავია რომ მხოლოდ ისრაელიდან ჩადიოდა ისრაელის კვირეულსა და ბიზნეს ფორუმში მონაწილეობისთვის150 ადამიანი, მათ შორის პარლამენტარები. საზღვარგარეთიდან კვირეულს 50 კაცი შეუერთდება.

იციკ მოშე ბოლო პერიოდში ისრაელის სახლში მინისტრების ვიზიტისას ნათქვამს იხსენებს და ამბობს, რომ ვინც აქტიურობს და ქმნის ამინდს, მას ყოველთვის ეყოლება მოწინააღმდეგები, რომლებიც, სამწუხაროდ, ტირაჟირებას უკეთებენ ტყუილებს, რაც აზიანებს ქვეყნების კავშირებს.

ფაქტი კი ერთია, ბოლო 32 წელია, მესამე სექტორის იმ ორგანიზაციებმა, რომელთაც სათავეში იციკ მოშე ედგა, შექმნეს საქართველოს, ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის კავშირები. ეს ორგანიზაციები მისამართია არაერთი დელეგაციისთვის, პარლამენტარებისა თუ ინვესტორებისთვის.

დანარჩენ სიახლეებს და ხვალინდელი დღის გეგმებს მოვისმენთ ისრაელის კვირეულში, - ნათქვამია სტატიაში.

Source: http://medianews.ge/ge/israelis-presa-kidev-ertkhel-tsers-israelis-sakhlze/80921?fbclid=IwAR1zXm8FPE8gjgzeSJcH_TKKF4fsXcaesAztAElfQ5SV5u9mQM8BVziEo7M

Events