Memorial of Georgian Schindlers will be opened tomorrow

ხვალ თბილისში ქართველი შინდლერების მემორიალი გაიხსნება


ხვალ, 13 მაისს, 11:45 სთ., თბილისში ქართველი შინდლერების მემორიალი გაიხსნება.

სპეციალურად ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს ეწვია ისრაელის დელეგაცია, ქნესეთის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით.

ქართველი შინდლერების მემორიალი ვარკეთილში, სესილია თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ახლადგაშენებულ პარკში „ისრაელის სახლის“ ინიციატივით განთავსდა. ორგანიზაციის ინიციატივითვე, პარკში, 30-მეტრიან კედელზე მოიხატა ანა ფრანკის სურათი. „ისრაელის სახლის“ ინიციატივა თბილისის საკრებულოს წევრის რევაზ სოხაძის მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტში ისრაელთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, პარლამენტარები, ისრაელის საელჩოს წარმომადგენელი, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე, სტუმრები ისრაელიდან და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები.

მემორიალის გახსნის ცერემონიაზე გაიმართება „ისრაელის სახლის“ მიერ გამოცემული ბროშურის „ქართველი შინდლერები“ პრეზენტაცია.

„ისრაელის სახლის“ მიმართვის საფუძველზე აღნიშნულ პარკს ქართველი შინდლერების (სერგი მეტრეველი, მიხეილ კედია, გრიგოლ ფერაძე და სხვ.) სახელი მიენიჭება.

მემორიალის გახსნის ცერემონია გაიმართება ვარკეთილში, სესილია თაყაიშვილის ქუჩაზე (პოლიციის ადგილობრივი სამმართველოს მიმდებარედ).

სურვილის შემთხვევაში, მედიის წარმომადგენლებს მოემსახურება ტრანსპორტი, რომელიც ვარკეთილის მიმართულებით 13 მაისს, 11 საათზე გავა სასტუმრო WYNDAM TBILISI GRAND-ის მიმდებარე ტერიტორიიდან. (მის: ლ. გუდიაშვილის ქუჩა N3).

ისრაელის დელეგაცია 14 მაისს სასტუმრო WYNDAM TBILISI GRAND-ში (ლ. გუდიაშვილის 3) დაესწრება წიგნის „სიონიზმი დინების წინააღმდეგ“ პრეზენტაციას. წიგნში მოთხრობილია საბჭოთა კავშირიდან ებრაელთა მასობრივ რეპატრიაციაზე (დიდი ალია) ისრაელში და ამ ისტორიულ პროცესში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე.

15 მაისს ისრაელელი სტუმრები ახმეტას ეწვევიან, სადაც ქალაქ რიშონ ლეციონთან დაძმობილების ხელშეკრულება გაფორმდება.

Source: http://medianews.ge/ge/khval-tbilisshi-qartveli-shindlerebis-memoriali-gaikhsneba/85925

Events
Recent Posts
Archive
Search By Tags
No tags yet.
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square