Support to Israel

“ჩვენ ვართ სოლიდარულები ისრაელის სახელმწიფოსი” - აქცია თბილისში

ისრაელის მხარდასაჭერად თბილისში, რიყის პარკში აქცია გაიმართა.

“ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ სიტუაციაში მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს სოლიდარობა ისრაელის მიმართ. საქართველომ გამოხატა ისრაელის მხარდამჭერი პოზიცია და ჩვენ, არასამთავრობო სექტორმა, სამოქალაქო საზოგადებამ გავმართეთ ეს აქცია. ჩვენ ვართ სოლიდარულები ისრაელის სახელმწიფოსი,”- აცხადებს “ისრაელის სახლის” დირექტორი გიორგი ბერნშტეინი.


ახლო აღმოსავლეთში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. პროცესების ესკალაცია 10 მაისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" ობიექტებზე იერიში მიიტანა.

Source: http://medianews.ge/ge/chven-vart-solidarulebi-israelis-sakhelmtsifosi-aqtsia-tbilisshi/79634?fbclid=IwAR1H5X5xKTWgJve513S4ajpYQaGaPf-PacCHiDDzrnBhYnm6TuJGQ_hiu4o

Events
Recent Posts
Archive
Search By Tags
No tags yet.
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

© 2016 by Israeli House. Proudly created with PCG

  • White Facebook Icon
  • White YouTube Icon