Tbilisi will be visited by Hollywood actress Roseanne Barr

თბილისს ჰოლივუდის მსახიობი როზან ბარი ეწვევა

ჰოლივუდის მსახიობი, აშშ-ში ერთ-ერთი რეიტინგული ტელეწამყვანი როზან ბარი თბილისს ეწვევა. ამის შესახებ მან 27 იანვარს იერუსალიმში, ბეგინის ცენტრში ჩატარებულ ჰასბარასა და ანტიისრაელური მოძრაობა BDS-ის (Boycott, Divestment, Sanctions) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ღონისძიებაზე განაცხადა.

ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო „ისრაელის სახლი“, რომლის კონცეფციითაც ებრაული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი დაინტერესდა. როზან ბარი „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, იციკ მოშესაც შეხვდა და თბილისში მოსალოდნელ ვიზიტზე ესაუბრა. როგორც შეხვედრაზე იციკ მოშემ ისრაელის აქტიურ მხარდამჭერ მსახიობს განუცხადა, იმის მიუხედავად, რომ ჰასბარა (ისრაელის წარმოდგენა საზღვარგარეთ) საჭიროა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, საქართველოს სახით მას გააცნობს ქვეყანას, სადაც არ არის BDS-ის მოძრაობა.

ბეგინის ცენტრში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის ცენტრალური ფიგურა - როზან ბარ პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერია. ის გამოირჩევა სკანდალური განცხადებებით, 2012 წელს იყო აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, წლებია მუშაობს ისრაელის მხარდამჭერ კამპანიაზე - ჰასბარაზე კონფერენციის ორგანიზატორი იყო ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი, მთავარი თემა კი - ანტიისრაელური BDS-ის მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლა.

Events
Recent Posts