The “Israeli House” will be opened in Montenegro

მონტენეგროში „ისრაელის სახლი“ გაიხსნება


ისრაელში წარმატებული ვიზიტის შემდეგ, დღეს საქართველოს მონტენეგროს საჯარო ადმინისტრაციის მინისტრი მარაშ დუკაჯი ეწვევა.


მონტენეგროს ახალგაზრდა მინისტრი საფუძველს ჩაუყრის ახალ დიპლომატიურ ურთიერთობებს და დაიწყებს მონტენეგროსთან სამომავლო კავშირების დამყარებას.


საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ის შეისწავლის საქართველო, ისრაელის და მსოფლიო ებრაელობის კავშირებსაც, რომელიც ვითარდება საქართველოში 1989 წლიდან, ჯერ კიდევ საელჩოების გახსნამდე.


დაგეგმილია მინისტრის შეხვედრა საქართველოში საზოგადო მოღვაწეებთან, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელთან, იციკ მოშესთან და ხილიკ ბართან, რომელიც პასუხისმგებელი იყო ისრაელსა და საქართველოს შორის კავშირების განვითარებაზე, როდესაც ის ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობდა.


მინისტრი ახლოდან გაეცნობა საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიას და ასევე ხელს შეუწყობს საქართველოსთან კულტურულ კავშირებს, განსაკუთრებით კლასიკურ მუსიკის სფეროში.


10 ოქტომბერს მარაშ დუკაჯი „ისრაელის სახლში“ დაესწრება შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ფესტივალ „ბათუმის რაფსოდიის“ დამფუძნებელი, აღიარებული სოპრანო თამარ ივერი, ცნობილი ბარიტონი ლადო ათანელი და ფესტივალის გამარჯვებული ელმირა ჰასანი.


გაისად მონტენეგრო მონაწილეობას მიიღებს ბათუმის საოპერო საერთაშორისო კონკურსში. ამ საკითხზე მონტენეგროელი მინისტრი ფესტივალის დამააარსებელს თამარ ივერს გაესაუბრება.


შეხვედრაზე იციკ მოშესა და მინისტრს შორის შედგება შეთანხმება „ისრაელის სახლის" ოფისის გახსნასა (ისევე როგორც გაიხსნა ალბანეთში) და 2023 წლის სამუშაო გეგმაზე მონტენეგროში.


მონტენეგროს ან ჩერნოგორიის რესპუბლიკა, ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. დასავლეთიდან ესაზღვრება ადრიატიკის ზღვა და ხორვატია, ჩრდილოეთიდან, ბოსნიასა და ჰერცეგოვინა, აღმოსავლეთიდან, სერბეთი, ხოლო სამხრეთიდან, ალბანეთი. 13,812 კმ² ფართობის მქონე ქვეყნის მცხოვრებთა რიცხვი 620,079-ია. მონტენეგროს დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია პოდგორიცა, ხოლო ძველი დედაქალაქი ცეტინიე ქვეყნის კულტურული და ისტორიული ცენტრია.


2017 წლის 5 ივნისს მონტენეგრო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 29-ე წევრი ქვეყანა გახდა. ქვეყანა ასევე გაეროს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის და ევროსაბჭოს წევრია. მონტენეგრო ხმელთაშუა ზღვის კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა.


Source: https://primenewsgeorgia.ge/com/news/view/52485?fbclid=IwAR2tVtryoOg9kWQRRe6Kbq7wS4glrxp8OZdWrwPHQE-gs79WXoscAMm78Ag

Events
Recent Posts
Archive
Search By Tags
No tags yet.
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square