Tomorrow on 14th of March, a presentation of a book "Zionism Against All Odds" will be held

ხვალ, 14 მაისს თბილისში წიგნის "სიონიზმი დინების წინააღმდეგ" პრეზენტაცია გაიმართება


ღონისძიებას დაესწრებიან ისრაელის დელეგაცია, ქნესეთის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით, მეცნიერები, პოლიტოლოგები, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

წიგნში დოკუმენტურ მასალებზე, ქართულ და ებრაულ პერიოდიკასა და სხვადასხვა ავტორიტეტულ კვლევაზე დაყრდნობით მოთხრობილია გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან საბჭოთა კავშირიდან ებრაელთა მასობრივი რეპატრიაციაზე (დიდი ალია) და ამ პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე, ისრაელის სახელმწიფოსთან და მსოფლიო ებრაელობასთან დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პირველ კონტაქტებზე, საქართველოში მსოფლიო ებრაელობის ლიდერების ვიზიტებსა და შეხვედრებზე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და მთავრობასთან, ისრაელის მხარდამჭერი მასობრივი კამპანიის საქართველოდან დაწყებასა და ბოლო 32 წლის განმავლობაში ისრაელ-საქართველოს ურთიერთობებში მნიშვნელოვან მოვლენებზე. გამოცემაში თავმოყრილია ისეთი ფაქტები, რომელთა შესახებ ფართო საზოგადოებისთვის დღემდე თითქმის არაფერია ცნობილი.

წიგნის ავტორია ჟურნალისტი გიორგი ბერნშტეინი. პრეზენტაციის ორგანიზატორი - „ისრაელის სახლი“.

წიგნის ებრაული ვარიანტის პრეზენტაცია შარშან იერუსალიმში, ჰერცლის მთაზე, ისრაელის საზოგადოების და მსოფლიო ებრაული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მონაწილეობით გაიმართა. დაგეგმილია წიგნის ინგლისურ ენაზე თარგმნაც.

პრეზენტაცია გაიმართება ხვალ, 14 მაისს, 19.00 საათზე სასტუმროში Windham Grand Tbilisi (ლ. გუდიაშვილის ქ. #3)


Source: https://ghn.ge/news/283916-khval-14-maiss-tbilisshi-tsignis-sionizmi-dinebis-tsinaaghmdeg-prezentatsia-gaimarteba?fbclid=IwAR35quuUvP6IQAlBT6Hou5x4GoGSbdAsO3uTUfRvJPBtc7suiD6CPb6Wjzk

Events
Recent Posts
Archive
Search By Tags
No tags yet.
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square