Tourism Revived amid Pandemic

AclassA Travelers, a well-known Israeli extreme and luxury travel company, organized a jeep tour in Oni and Lailashi for Israelis, in accordance with all rules amid the pandemic. The tour was held within the framework of the European Routes of Jewish Heritage of the Council of Europe in Georgia, which is represented by the ‘Israeli House’.

25 Israelis took part in the tour, following the route created by Israeli House in collaboration with the Ministry of Education, Science, Culture and Sports, and the European Association for the Preservation and Promotion of Jewish Culture and Heritage (AEPJ)/Cultural Route certified by the Council of Europe, within the framework of the European Cultural Routes, which includes the municipalities of Oni and Tsageri. It combines Lailashi, the unique Synagogue of Oni, and the Jewish Quarter, a monument dedicated to the memory of the Holocaust and the “Georgian Schindler” (Righteous Among the Nations) Sergey Metreveli, recently erected in the center of the city by Israeli House and the City Hall of Oni Municipality.

The participants of the jeep tour met the Jewish New Year - Rosh Hashanah (celebrated on September 18) in the yard of the Oni Synagogue, after which they were received by the Acting Mayor of Oni Municipality, Davit Chikvaidze.

Itsik Moshe, Chairman of Israeli House, noted that Cultural heritage is not just the past, “it is the greatest moral capital, without which it is difficult to build a future.”

This is a new direction, in which the Council of Europe and the Ministry of Culture of Georgia are involved, and there is great support from Israel. The monument to the victims of the Holocaust in Oni, has already become a tourist attraction, and leading Israeli publications, including the Jerusalem Post, have responded to its opening as an important event. The opening ceremony of the monument was welcomed by one of the leaders of the ruling party, the Chairman of the Committee for Immigration, Absorption and Diaspora Affairs, MK David Bitan. Former Vice Speaker of the Knesset and former Head of the Friendship Group with Georgia Hilik Bar visited Tbilisi these days, noting he is happy with the opening of the Holocaust monument in Oni because he believes that his work as the head of the friendship group had been fruitful.

Itsik Moshe says the Jewish Cultural Heritage Route has become an integral part of public diplomacy and is a serious tool for promoting tourism.

It should be noted that the flow of tourists from Israel to Georgia has been growing for years. In 2019, the number of Israeli tourists exceeded 200 thousand. The Israel-Georgia Chamber of Business is actively working to promote Georgia's tourism potential in Israel. At the initiative of the organization, a number of programs about Georgia have been prepared for Israeli television in recent years.

Levan Kharatishvili, the Deputy Minister of Education, Science, Culture and Sports of Georgia, also responded to the Israeli Jeep tour.

"It is welcome that during the pandemic, with the support of the Ministry, Israeli House, as the official representative of the European Route of Jewish Heritage in Georgia, continues to work actively to develop the cultural route and promote local tourism,” Kharatishvili said.

“As part of the European Route of Jewish Heritage, a jeep tour was organized in the direction of Oni-Lailashi by Israeli House. Guests from Israel took part in the tour, visiting the Jewish heritage sites in compliance with all established regulations.”

Despite the delays caused by the coronavirus, Grigol Mikeladze, a member of the Georgian Parliament's Friendship Group with the Knesset of Israel, also welcomed the arrival of the first tourist stream from Israel and the tour of the Jewish cultural heritage. He highlighted that this is a serious incentive for the Georgian tourism sector.

About AclassA Travelers

The Israeli company AclassA Travelers has been working on the development of extreme tourism in Georgia for two years.

This type of tourism is focused on the category of tourists looking for new adventure destinations (mountains, lakes, canyons) and fun in different parts of the world. For them, Georgia, with its unique nature and mountains, is a novelty on the map of world extreme tourism. Traditionally, the main users of extreme tours are financially wealthy people.

The company imported special vehicles for extreme tours from Israel. Company head Asaf Artsi became interested in Georgia at the Israel-Business Forum held in Tbilisi by the Israel-Georgia Chamber of Business.

The company owns extreme jeeps, rally cars, helicopters and other special equipment. It has already invested more than $1 million and can serve several dozen tourists at once.

The Israeli company develops several leading types of extreme tourism in Georgia, including jeep tours, mountaineering, diving, parachuting, paragliding, mountain biking, and hunting.




Georgian version:

პანდემიის პირობებში გაცოცხლებული ტურიზმი


ისრაელში ცნობილმა ექსტრემალურმა და Luxury ტურისტულმა კომპანიამ AclassA Travelers-მა, პანდემიის პირობებში ყველა წესის დაცვით, ონსა და ლაილაშში ისრაელელებისთვის პირველი ჯიპტური მოაწყო. ტური გაიმართა ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოში „ისრაელის სახლი“ (“Israeli House”) წარმოადგენს.

ტურში 25 ისრაელელი მონაწილეობდა და მათ გაიარეს ის მარშრუტი, რომელიც „ისრაელის სახლმა“ (“Israeli House”), განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპულ ასოციაციასთან (AEPJ) (European Association for the Preservation and Promotion of Jewish Culture and Heritage) თანამშრომლობით ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის ფარგლებში შექმნა და მოიცავს ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს. მასში გაერთიანებულია ლაილაში, ონის უნიკალური სინაგოგა და ებრაული კვარტალი, ახლახან „ისრაელის სახლის“ (“Israeli House”) მიერ ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ქალაქის ცენტრში აღმართული ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისა და ქართველი შინდლერის, სერგი მეტრეველის მონუმენტი.

ჯიპტურის მონაწილეები ებრაულ ახალ წელს - როშ აშანას (Rosh Hashanah) (18 სექტემბერი) ონის სინაგოგის ეზოში შეხვდნენ, შემდეგ კი ისინი ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ მიიღო.

„ისრაელის სახლის“ (“Israeli House”) ხელმძღვანელის იციკ მოშეს (Itsik Moshe) თქმით, კულტურული მემკვიდრეობა არ არის მხოლოდ წარსული, ის უდიდესი მორალური კაპიტალია, რომლის გარეშეც ძნელია მომავლის აშენება. „ისრაელის სახლი“ (“Israeli House”) საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებულ ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს და მუშაობს მის პოპულარიზაციაზე. ეს ახალი მიმართულებაა, რომელშიც ჩართულია ევროსაბჭო, საქართველოს კულტურის სამინისტრო, დიდი მხარდაჭერაა ისრაელიდან. ახლახან ონში აღვმართეთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მონუმენტი, რომელიც უკვე გახდა ტურისტული ატრაქცია. მის გახსნას , როგორც მნიშვნელოვან მოვლენას, გამოეხმაურა ისრაელის წამყვანი გამოცემები, მათ შორის Jerusalem Post-ი. მონუმენტის გახსნის ღონისძიებას პირდაპირი ჩართვით მიესალმა მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ქნესეთის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე დავიდ ბიტანი (David Bitan). ამ დღეებში თბილისს ეწვია ქნესეთის ყოფილი ვიცე-სპიკერი და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი ხილიკ ბარი (Hilik Bar), რომელმაც აღნიშნა, რომ ონში ჰოლოკოსტის მონუმენტის გახსნით ის ბედნიერია, რადგან მიაჩნია, რომ მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მისმა მუშაობამ შედეგი გამოიღო.

იციკ მოშეს (Itsik Moshe) თქმით, ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი განუყოფელი ნაწილი გახდა სახალხო დიპლომატიისა და სერიოზული ინსტრუმენტია ტურიზმის ხელშეწყობის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ისრაელიდან საქართველოში ტურისტული ნაკადი წლითიწლობით მზარდია. 2019 წელს ისრაელელ ტურისტთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა (Israel-Georgia Chamber of Business) აქტიურად მუშაობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაზე ისრაელში. ორგანიზაციის ინიციატივით, ბოლო წლებში ისრაელის ტელევიზიებისთვის არაერთი გადაცემა მომზადდა საქართველოს შესახებ.

ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის ფარგლებში ორგანიზებულ ისრაელელების ჯიპტურს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილიც გამოეხმაურა.

„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პანდემიის პერიოდში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით „ისრაელის სახლი“ , როგორც ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის მმართველი ორგანიზაცია საქართველოში, აგრძელებს აქტიურ მუშაობას როგორც კულტურული მარშრუტის განვითარების კუთხით, ასევე, ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის მიმართულებით.

ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის ფარგლებში, „ისრაელის სახლის“ (“Israeli House”) ორგანიზებით, ონი-ლაილაშის მიმართულებით განხორციელდა ჯიპ-ტური. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ ტურში მონაწილეობა მიიღეს ისრაელიდან ჩამოსულმა სტუმრებმა, რომლებმაც ყველა დადგენილი რეგულაციის დაცვით მოინახულეს ებრაული მემკვიდრეობის ძეგლები“, - განაცხადა ლევან ხარატიშვილმა.

კორონავირუსით გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად, ისრაელიდან პირველი ტურისტული ნაკადის ჩამოსვლასა და ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ნაკვალევზე ტურის მოწყობას მიესალმა, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის ისრაელის ქნესეთთან (Knesset) მეგობრობის ჯგუფის წევრი გრიგოლ მიქელაძე. მისი თქმით, ეს სერიოზული სტიმულია საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის.

ცნობისთვის: ისრაელის კომპანია AclassA Travelers საქართველოში ექსტრემალური ტურიზმის განვითარებაზე მეორე წელია მუშაობს.

ტურიზმის ეს სახეობა დამსვენებლთა იმ კატეგორიაზეა ორიენტირებული, რომელიც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ახალ-ახალი სარისკო ობიექტებისა (მთები, ტბები, კანიონები…) და გართობის ძიებაშია. მათთვის საქართველო, თავისი უნიკალური ბუნებითა და მთებით, მსოფლიო ექსტრემალური ტურიზმის რუკაზე სიახლეა. ტრადიციულად, ექსტრიმტურების ძირითადი მომხმარებელი ფინანსურად შეძლებული ადამიანები არიან.

კომპანიამ ექსტრიმტურებისთვის სპეცმანქანები ისრაელიდან შემოიყვანა. კომპანიის ხელმძღვანელი ასაფ არცი (Asaf Artsi) საქართველოთი საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის (Israel-Georgia Chamber of Business) მიერ თბილისში ჩატარებული საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმზე დაინტერესდა.

კომპანიის მფლობელობაშია ექსტრიმ ჯიპები, რალის მანქანები, ვერტმფრენები და სხვა სპეცტექნიკა. მან უკვე განახორციელა 1 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია და ერთდროულად შეუძლია რამდენიმე ათეული ტურისტის მომსახურება.

ისრაელის კომპანია საქართველოში ავითარებს ექსტრემალური ტურიზმის რამდენიმე წამყვან სახეობას, მათ შორის ჯიპტურს, ალპინიზმს, დაივინგს (ყვინთვა), პარაშუტით ხტომას, პარაპლანერიზმს, მთებიდან მოტოციკლით დაშვებას, ნადირობას.


Source: http://georgiatoday.ge/news/22476/Tourism-Revived-amid-Pandemic-

Events
Recent Posts
Archive
Search By Tags
No tags yet.
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

© 2016 by Israeli House. Proudly created with PCG

  • White Facebook Icon
  • White YouTube Icon